დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ თბილისში ყველგან იყვნენ იმ კალიბრის ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ პოლიტიკურად შეებრძოლონ და დაამარცხონ „ოცნება“

„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ თბილისში ყველგან იდგენენ იმ კალიბრის ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ პოლიტიკურად შეებრძოლონ და დაამარცხონ „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ეს ორი ამოსავალი წერტილი გვაქვს, კონკრეტული ლიდერები და პოლიტიკური მრავალფეროვნება. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს კონსულტაციები. ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ დგას იმაზე, რომ რომელიმე პარტია ითხოვს იმაზე მეტ ადგილს, ვიდრე სხვა პარტიები მოიაზრებენ მისთვის. ადგილების პრობლემა არ არის. მიმდინარეობს კონსულტაცია სწორდ ამაზე, როგორ უზრუნველყოთ მეტი მრავალფეროვნება ამომრჩევლისთვის. ამ შემთხვევაში, მრავალფეროვანი არჩევანი ნიშნავს ძლიერ არჩევანს და იმის ჩვენებას, რომ მთელი ოპოზიცია ერთად დგას როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ ლიდერები ვინც დადგებიან, იქნებიან საკმარისი პოლიტიკური კალიბრის მქონე ლიდერები, რათა დაამარცხონ „ქართული ოცნება“. ამაზე მიდის კონსულტაციები, მეტ კონკრეტიკას დღეს ვერ გეტყვით, ვინაიდან არაკორექტული იქნება ჩემგან“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო