15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე დაიკითხა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე დაიკითხა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბექა სირაძემ სასამართლოს პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა, საუბარია, გარდაცვლილ არასრულწლოვან ლუკა სირაძის ძმაზე, ბექა სირაძეზე. მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან ინფორმაცია მიიღო უშუალოდ პოლიციის შენობაში მყოფი პირებისგან, მათ ბექა სირაძეს განუცხადეს, რომ ლუკა სირაძის მიმართ, ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის მიერ განხორციელებულ იქნა ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენების იძულებით მიცემის მიზნით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბექა სირაძეს პოლიციის განყოფილებიდან განხორციელებული ჰქონდა ლუკა სირაძესთან სატელეფონო ზარი, თუმცა, დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ამ ეტაპზე სხვა პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა ქუთათელაძემ.

იხილეთ ვიდეო:მარიანა ჩოლოიანის ბრალდების საქმეზე ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე დაიკითხა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო