ირმა ნადირაშვილი - „ოცნების“ ყველა პრემიერი ამბობდა, რომ კორუფცია კი არ არის მავნე ჩვევა, რომელსაც უნდა ებრძოლო, არამედ ეს არის ქართულ-ჯიგრული ამბავი

„ქართული ოცნების“ ყველა პრემიერი ამბობდა, რომ კორუფცია კი არ არის მავნე ჩვევა, რომელსაც უნდა ებრძოლო და ებრძოლო მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ ეს არის ქართულ-ჯიგრული ამბავი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 63%-ის აზრით, თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია ან ძალიან გავრცელებულია.

ნადირაშვილის თქმით, რა ზარალი ადგება კორუფციის შედეგად საქართველოს ბიუჯეტსა და ქვეყნის მოსახლეობას „ამაზე ფიქრი არც გახარიას უნდა, არც ბიძინა ივანიშვილს“.

„საზოგადოება მსჯელობს იმის მიხედვით, რა გამოცდილებაც აქვს. შესაძლოა, იმის მიხედვით, რომ თავად მოუწია რაღაც საქმის მოსაგვარებლად ქრთამის გადახდა, ან შესაძლოა, იმ მაგალითების მიხედვით, რომელიც მუდმივად ესმის და ასეთი მაგალითი ბევრია. როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ ზეგავლენით ვაჭრობის შედეგად, ხელისუფლების გამოყენების შედეგად, მათ შორის პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სახელმწიფოსგან იღებენ შეკვეთებს, ტენდერებს, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად სახსრებს, თანხებს, სწორედ ესაა კორუფცია. ამ ყველაფრის სათავე და მიზეზი არის „ქართული ოცნება“, რომლის ყველა პრემიერი ამბობდა, რომ ეს კი არ არის მავნე ჩვევა, რომელსაც უნდა ებრძოლო და ებრძოლო მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ ეს არის ქართულ-ჯიგრული ამბავი, როდესაც ვიღაცას დაეხმარები, იმიტომ, რომ იცნობ. რა ზარალი ადგება ამით ბიუჯეტს, საქართველოს მოქალაქეებს, ამაზე ფიქრი არც გახარიას უნდა, არც ბიძინა ივანიშვილს“,- განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, იმ კვლევის მიხედვით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია ან ძალიან გავრცელებულია. 57%-ი მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში - გავრცელებულია ან ძალიან გავრცელებულია და 47% კი ფიქრობს, რომ კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება არ ხდება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა