ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ დიდი ხანია ჩინეთს ცილს სწამებს, ამისგან ყველა დავიღალეთ

ჩინეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერი ჰუა ჩუნინი ამერიკელი სენატორის რიკ სკოტის ბრალდებებს ეხმაურება და მას მტკიცებულებების წარმოდგენისკენ მოუწოდებს. „სენატორმა განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩინეთი დასავლეთ ქვეყნების საქმიანობის საბოტაჟს აწყობს და ვაქცინის შექმნის მცდელობას აფერხებს, იმედი მაქვს, ის ამ მტკიცებულებას წარმოადგენს. აშშ დიდი ხანია ჩინეთს ცილს სწამებს და ჩირქს სცხებს, ამისგან ყველა დავიღალეთ,“- განაცხადა ჰუა ჩუნინმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის მცდელობა „არა ჩინეთსა და აშშ-ს, არამედ ადამიანებსა და ვირუსს შორის შეჯიბრია“ და თუკი ჩინეთის ვაქცინას წარმატებით შექმნის, ეს მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლო იქნება.

ცნობისათვის, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ფლორიდის შტატიდან, რიკ სკოტმა, განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, ჩინეთი ცდილობს დასავლეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა „შეაფერხოს ან ჩაშალოს“.

„ჩვენ ეს ვაქცინა უნდა შევქმნათ. სამწუხაროდ, გვაქვს მტკიცებულებები, რომ კომუნისტური ჩინეთი ჩვენი საქმიანობის საბოტაჟს ან მის შენელებას ცდილობს. ჩინეთს არ სურს, რომ ჩვენ, ინგლისმა და ევროპამ ის პირველებმა შევქმნათ. მათ სურთ, რომ ამერიკისა და დემოკრატიების მეტოქეები იყვნენ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა სენატორმა სკოტმა.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ დიდი ხანია ჩინეთს ცილს სწამებს, ამისგან ყველა დავიღალეთ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს