მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ ადვოკატი - პროკურატურაში შეხვედრა შედგა, თუმცა შეხვედრა შეხვედრისთვის იყო

გენერალური პროკურატურაში ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გორაძის ადვოკატის და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის შეხვდა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინდია გორაძის(იგივე „ლავას ოღლის“) ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს გააცნო შესაბამის დოკუმენტი, რითაც თურქული მხარე ბრალდებულის საქართველოში ექსტრადირებაზე თანხმობას გამოთქვამს. ადვოკატის თქმით, ამასთან დაკავშირებით, დღევანდელ შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან პასუხი ვერ მიიღო.

„პროკურატურაში შეხვედრა შედგა, თუმცა შეხვედრა შეხვედრისთვის იყო. საერთაშორისო დეპრატამენტის ხელმძღვანელს შევხვდით, გავაცანით ჩვენი მოთხოვნები, თუ როდის მოხდება მინდა გორაძის ექსტრადაცია. პროკურატურის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკას დააბრალეს და გვითხრეს,რომ მათ უნდა მოგვწერონ წერილი, წაიყვანით თქვენი პატიმარი და მერე ჩვენც წამოვიყვანთო. თუმცა, შემდეგ ვანახე საბუთი, სადაც პირიქით ეწერა, რომ თურქეთის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს იმაზე, რომ მინდია გორაძე ქართულმა მხარემ წამოიყვანოს. ამაზე პასუხი არ გვითხრეს. ანუ, პროკურატურის თქმით, თურმე თურქეთის რესპუბლიკა არ გზავნის საქართველოში მოთხოვნას, პატიმრის წაყვანის შესახებ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე განმარტებით, მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა გაგრძელდე იქმადე, ვიდრე აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

რაც შეეხება თვითონ გორაძის პოზიციას, ადვოკატის თქმით, მას ამ ეტაპზე უშუალოდ გორაძესთან კომუნიკაცია არ აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა