რომან გოცირიძე - ერთი ერთჯერადი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი, კეთილი ინებონ და ვიდრე დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით

ერთი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი, კეთილი ინებონ და ვიდრე დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, პირბადეების ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტზე საუბარისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მსგავსი კანონი ამოქმედდება, პირბადეები მოსახლეობისთვის აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

„პირბადე ღირს ლარნახევარი, ერთი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი. ეს არის ერთჯერადი მოხმარების პირბადის ფასი. მრავალჯერადი პირბადე ალბათ, ღირს 10 პურის ფასი, ამიტომ როცა საკუთარი სამშენებლო კომპანიების სუბსიდირებას ახდენენ და ათეულობით მილიონ ლარს იხდიან, კეთილი ინებონ და სანამ დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით. გარდა ამისა, სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე, უნდა იყოს შემუშავებული ისეთი სტანდარტები, რომლებიც დისტანციის დაცვასა და სხვა პროცედურებს შეიცავს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავას იმისა, რომ შესაძლოა, ბაზარზე 50 - თეთრიანი პირბადეებიც იყიდება, მოსახლეობის დაუცველი ფენისთვის შეღავათი ვერც ეს ფასი იქნება.

„თუ თქვენ ამბობთ, რომ 50 - თეთრიანი პირბადეებიც არის, ანუ ნახევარი პურის ფასი, მაშინ ეს პირბადეები იყიდონ, თუ ხარისხიანია, მით უმეტეს და დაურიგონ ჩვენს მოსახლეობას. მე გავიგე, რომ ექსპორტზე გააქვთ, როცა 150 მილიონიან პროექტებს აფინანსებ დეპუტატებისა და მთავრობის სამშენებლო კომპანიებს და უზარმაზარ ფულს ფლანგავ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პირბადეების ხელმისაწვდომობაა მათთვის, ვისაც არ შეუძლია შეძენა, ამიტომ სოციალურად დაუცველი და იმ თვითდასაქმებულებისთვის მაინც შეიძინონ, რომლებსაც 300 ლარიანი დახმარებაც კი არ მისცეს,"- აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარედგინა. ცვლილებების თანახმად, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა