ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, საგზაო სამუშაოები ამჯერად, ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ჩატარდა. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, 1000 კვ.მ ფართობზე ამორტიზებული ასფალტი ორფენიანი საფარით შეიცვალა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდიურიც მოეწყო.

მათივე ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო. საგზაო სამუშაოები კონტრაქტორი კომპანია „პარმის“ მიერ შესრულდა, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა