ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ხვალ შევა

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ხვალ შევა. აღნიშნულის შესახებ საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვაზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4.5 ეკონომიკური ზრდის ნაცვლად ბიუჯეტი მინუს 4 პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნაზეა დაგეგმილი. რაც შეეხება დეფიციტს, ის გაზრდილია და 8.5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

„ბიუჯეტი შემოვა ხვალ პარლამენტში, მას შედეგ რაც მოხდება პრეზენტაცია პრემიერის ოფისში. ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული ყველა ის პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან და ასევე, საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვასთან და სოციალურ უზრუნველყოფასთან. ასევე მინდა გითხრათ, რომ შეცვლილია ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელსაც აქამდე ვასახელებდით. მოგეხსენებათ სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 4.5 პროცენტიან ზრდაზე, ქვეყანა არის რეცესიაში, ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი ,ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქედან გამომდინარე გვექნება მინუს 4 - პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. ასევე ჩადებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტი და ეს დეფიციტი იქნება ბიუჯეტში 8.5 პროცენტის ფარგლებში. დანარჩენი ციფრების, ხარჯვითი ნაწილის პრეზენტაცია მოხდება ხვალ და ასევე შემდეგ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში,"- განაცხადა კოვზანაძემ.

კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა ბიუჯეტის შემოტანა და რაიმე პრობლემა ხომ არ არის ამ მიმართულებით, კოვზანაძე პასუხობს, რომ გარკვეული მუხლების კორექტირება მიმდინარეობს და რაიმე პრობლემასთან საქმე არ გვაქვს.

„არანაირი პრობლემა არ არის, მიმდინარეობს საბიუჯეტო მუხლების გარკვეული კორექტირება, ხდება ხარჯების დაზუსტება. პროექტი დასრულებულია და მისი პრეზენტაცია მოხდება ხვალ," - აცხადებს კოვზანაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო