დავით ბაქრაძის განცხადებით, 20 ივნისი სიმბოლურად კარგი თარიღია იმისთვის, რომ საზოგადოებას გუნდის ის ნაწილი გააცნონ, რომელიც თბილისში „ოცნებას“ დაამარცხებს“

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 20 ივნისი სიმბოლურად კარგი თარიღია იმისთვის, რომ საზოგადოებას გუნდის ის ნაწილი გააცნონ, რომელიც თბილისში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.

მისივე თქმით, მათ მაჟორიტარებზე შეთანხმების პროცესში არანაირი ფორმალური ვადები არ აქვთ. „ჩვენ ამ პროცესში არანაირი ფორმალური ვადები არ გვაქვს, მაგრამ 20 ივნისი სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ვფიქრობ, კარგი იქნება და რომ ჩვენ საზოგადოებას 20 ივნისს გუნდის ის ნაწილი გავაცნოთ, რომელიც თბილისში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს“,-აცხადებს ბაქრაძე.

ის ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ პოზიციას ამ საკითხდან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ერთიანობის საჩვენებლად რომელიც თბილისში ამომრჩეველს სჭირდება, ძალიან კარგი იქნებოდა ამ პროცესში „ლელოს“ მონაწილეობა.

„ჩვენი მყარი პოზიციაა, რომ იმ მრავალფეროვნებისა და ოპოზიციური ერთიანობის საჩვენებლად რომელიც თბილისში ამომრჩეველს სჭირდება, ძალიან კარგი იქნებოდა ამ პროცესში „ლელოს“ მონაწილეობა და „ლელოს“ შეუძლია ოპოზიციურ ერთიანობაშ პოზიტიური როლი შეასრულოს. ამიტომ კონსულტაციები მათთან მიმდინარეობს და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ამ პროცესში მათი მონაწილეობაც მივიღოთ. მნიშვნელოვანია საზოგადოება ხედავდეს, რომ ერთ მხარეს მარტოა დარჩენილი „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხარეს მთელი პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი“,-აღნიშნა ბაქრაძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, შემდგომი ეტაპი საქართველოს მასშტაბით დარჩენილ ოლქებზე კონსულტაციები იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო