ჰაკათონის „uHack სოფლის განვითარებისთვის" გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ჰაკათონის "uHack სოფლის განვითარებისთვის" გამარჯვებულები ცნობილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, KAZBEGI UNION-მა თვითდასაქმების მსურველთათვის ახალ მიდგომა შეიმუშავა. კერძოდ, შეიქმნება პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყაზბეგის რაიონის მოსახლეობას და მათ საჭიროებებს, სოფლად კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მეორე გამარჯვებული პროექტი „ციფრული სოფელია“, რომელიც ითვალისწინებს სოფლის ინოვაციური პლატფორმის შექმნას. ეს იქნება ერთგვარი სოციალური ქსელი, სადაც საკომუნიკაციო საშუალებებად გამოყენებული იქნება ვიდეო, აუდიო და ტექსტური არხები.

„განსხვავებული მიდგომები საშუალებას მისცემს სასოფლო სექტორს აამაღლოს მოსავლიანობა, მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქალაქთან და მიიღოს მეტი გასამრჯელო. ჰაკათონის მიზანი იყო, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა. ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს აერთიანებდა. პროექტის ფარგლებში 70-მდე განაცხადი შემოვიდა, ფინალურ ეტაპზე ჟიურის წინაშე 13 გუნდი წარსდგა. თითოეულ გამარჯვებულ გუნდს იდეის განხორციელებისთვის 20 000 ლარი გადაეცა. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის (EU) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით. ჰაკათონის პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სოფლის და სოფლის მეურნეობის სააგენტო და Forset,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს