პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივებზე საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ სხდომაზე იმსჯელეს

პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივებზე საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

საბჭოს ონლაინ შეხვედრა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

„მიუხედავად გამოწვევებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა, ჩვენი უწყების პროექტები, რომლებიც ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება, არ გაჩერებულა; უფრო მეტიც, იცით, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერებს არაერთი ახალი პროექტი შევთავაზეთ“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილ ახალ რეალობაში, საქართველოსთვის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ENPARD-ის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, UNDP-ის ხელშეწყობით შემუშავებული მუნიციპალური წინადადებების განხილვის თაობაზე, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული პროექტების განხორციელება სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების რესურსებით.

„საქართველო მსოფლიოში კოვიდ კრიზისის გამკლავების საუკეთესო მაგალითია. მინდა მოგახსენოთ, რომ UNDP, ევროკავშირთან ერთად საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე ზვიადაძემ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის საქართველოში“ (ENPARD Georgia III) 2020 წლის ვალდებულებების შესახებ ისაუბრა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა