მინეაპოლისის ქალაქის საკრებულოს წევრების უმეტესობა პოლიციის დეპარტამენტის დაშლასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ალტერნატიული მოდელის შექმნას უჭერს მხარს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას მხარი საკრებულოს ცამეტი წევრიდან ცხრამ დაუჭირა.
„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, განსაკუთრებით ჩვენს შაცკანიან ლიდერებს, ჩვენი საზოგადოების ჯგუფებს, ვისთვისაც პოლიცია არ მუშაობს და ამ პრობლემების გადაწყვეტაც ჩვენს საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა მინეაპოლისის საკრებულოს პრეზიდენტმა ლისა ბენდერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ში, თითქმის ორი კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაღუპვას მოჰყვა. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და სამართლიანობისა აღდგენასა და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ.