"ლელო საქართველოსთვის" ისნის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს

"ლელო საქართველოსთვის" ისნის რაიონულმა ორგანიზაციამ მსვლელობა მოაწყო და რაიონის მასშტაბით ამომრჩეველს შეხვდა.

როგორც პოლიტიკურ მოძრაობაში „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ, მსვლელობა დილის 10:30-ზე ავლაბრის მეტროს მიმდებარედ დაიწყო და ქ.წამებულის ქუჩის მიმართულებით გაგრძელდა. შეხვედრას „ლელოს“ ლიდერები და წევრები ესწრებოდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას „ლელო საქართველოსთვის" გეგმები და სამომავლო ხედვები გააცნეს. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია 9 ივნისს ისნის რაიონში ორგანიზაციის ოფისის ოფიციალური გახსნის შესახებ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სხვა ლიდერები დაესწრებიან.

"ლელო საქართველოსთვის" სარევიზიო კომისიის წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, დღეს პარტიამ ისნის რაიონული ოფისის გახსნის წინა მსვლელობა მოაწყო.

"დღეს პოლიტიკური გაერთიანება, “ლელო საქართველოსთვის” ისნის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს მსვლელობა გვქონდა მეტროსადგურ "ავლაბრის" და "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, გავეცანით მათ პრობლემებს და ჩვენც, ჩვენი მხრივ, გავაცანით „ლელოს“ ხედვები. ასევე, დავაანონსეთ, რომ ხვალ, 9 ივნისს დაგეგმილია პარტიის ლიდერების შეხვედრა მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარედ, სკვერში, სადაც შევხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და ოფიციალურად გაიხსნება პარტიის ისნის რაიონული ოფისი“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა