აზერბაიჯანში კორონავირუსის 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის კიდევ 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 5 პაციენტი ემსხვერპლა, 228 ადამიანი კი განიკურნა.

ამჟამად, აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 7,876-ს შეადგენს. მათგან 4,377 დაავადებული განიკურნა, 93 პაციენტის სიცოცხლე კი ლეტალურად დასრულდა.

ამ დროსთვის ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 400-ს აჭარბებს. მათგან 70-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა