ირაკლი ღარიბაშვილი - შეგვიძლია, „სუ-25“-ების აღდგენა, გამოშვება, წარმოება და გაყიდვა, მსოფლიოში არაერთი კონფლიქტია და ქვეყნები ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს აცხადებენ

აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს, ტექნიკური, ინტელექტუალური, თუ ადამიანური, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი ძალებით შეგვიძლია „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, გარდა იმისა, რომ „სუ 25“ ჩვენმა ქვეყანამ უბრალოდ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენოს, ასევე შეიძლება, ეს კომერციული პროექტი გახდეს.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი გულისტკივილი ავიაციაა, რომელზეც მოსვლის დღიდან დავიწყე მუშაობა. შტაბთან ერთად ჩამოვყალიბდით შემდეგ გეგმაზე - ჩვენს საკუთრებაში უამრავი ექსპლუატაციიდან გამოსული საფრენი აპარატი არსებობს, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რომლებიც საჭიროებენ გარემონტებას. ჩვენ ეს ყველაფერი შგვიძლია ჩვენივე ქარხნით - „თბილავიამშენით“ და „დელტათი“ ერთად გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, „დელტას“ დირექტორი ამავდროულად „თბილავიამშენის“ დირექტორად დავნიშნეთ და ჩვენ უკვე ამ მიმართულებით მთელი ქარხნის დალაგება დავიწყეთ. მიმართულება გავყავით: ერთი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართულება და მეორე იქნება სამოქალაქო და ზოგადად კომერციული პროექტები, არ გამოვრიცხავთ ასევე სხვა კერძო სუბიექტებთან, სხვა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას.

ჩემი დანიშვნის დღეს ვთქვი და ბევრისთვის გახდა საქილიკო და ვერ გაიგეს, რომ „სუ25“-ის აღდგენაზე რომ იყო საუბარი. ჩვენ დღეს გვაქვს აბსოლუტურად ყველა რესურსი, ტექნიკური, ინტელექტუალური, თუ ადამიანური, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი ძალებით შევძლოთ გარემონტება, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შევიძინოთ გასარემონტებელი ნაწილები. შეგვიძლია, ყველაფრის გარემონტება, „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა. მოგეხსენებათ, მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს და ქვეყნები თავდაცვის მიზნით ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს აცხადებენ. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ეს ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება, გამოიყენოს უბრალოდ თავდაცვის მიზნებისთვის, ასევე შეიძლება ეს სუფთა კომერციული პროექტი გახდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა