ირაკლი ღარიბაშვილი - უხერხულია ჯარს დაამადლო, წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი

ცნობილ ქართველ დიზაინერს, ბატონ ზვიად ციკოლიას, რომელიც არის გამორჩეული თავისი კრეატიულობით, თავისი ნიჭით, მე ვთხოვე ჩვენი ჯარისთვის კიდევ ერთი საათი შეექმნა , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმად ითვლება და თუ როგორ დახარჯავს თანხებს, ეს თავად იცის.

„თანხა 83 000 დოლარი იყო, ეს არის დაახლოებით, 250 000 ლარი, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მივიღე, მაშინ არც კორონა იყო და არც პანდემია, ეპიდემია. ცნობილ ქართველ დიზაინერს, ბატონ ზვიად ციკოლიას, რომელიც არის გამორჩეული თავისი კრეატიულობით, თავისი ნიჭით, მე ვთხოვე კიდევ ერთი საათი შეექმნა ჩვენი ჯარისთვის. მას მანამდე უკვე ჰქონდა შექმნილი არაერთი პროექტი პირდაპირი შესყიდვის გზით და ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მან თავად დაწერა „ფეისბუქპოსტი“, სხვათა შორის, ემოციური და მინდა მას მადლობა გადავუხადო ამ გულწრფელობისთვის, ასე მოხდა შესყიდვა. მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩემი ბიუჯეტი და ჯარია, მე ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი თითოეულ დანახარჯზე თუ თეთრზე, რომელსაც მე ვხარჯავ. მე ვიცი ძალიან კარგად, რას განვკარგავ და როგორ ვხარჯავ ამ ყველაფერს. სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმაა. უბრალოდ უხერხულია ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, თითო საათის ღირებულება 160 დოლარი გამოდის, წასახალისებელი, სამოტივაციო საჩუქარია. მოგეხსენებათ, ასევე დამკვიდრებული პრაქტიკაა იარაღის ჩუქება, რომელსაც მეც ვაკეთებ, ყველა მინისტრი აკეთებდა და გააკეთებენ მომავალშიც. ამ უზნეო, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან ისიც მოვისმინე, მაგალითად, რატომ შეუკვეთა სააღდგომო სუფრაო. ძალიან მდარე, შინაარსისგან დაცლილი, აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდებაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა