თავდაცვის მინისტრი - ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დელტა“ ხდება საქართველოში მდებარე უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარების მქონე ფაბრიკის თანაპარტნიორი.

მინისტრის განმარტებით, ეს არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ სხვა უწყებების პრობლემებსაც მოაგვარებს ხარისხიან ფორმებთან დაკავშირებით.

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს უწყებას არამედ ზოგადად უწყებებს აქვს, მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი წარმოების არარსებობაა. ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში. მე თავად შევხვდი რამდენიმე ადგილობრივ მწარმოებელს, რომელიც მეტ-ნაკლებად ხარისხიან უნიფორმას აწარმოებდა. მე მათ აღვუთქვი სრული დახმარება და ვუთხარი, რომ თუ ისინი დააკმაყოფილებენ ნატო-სა და ამერიკულ სტანდარტებს, პირდაპირ გრძელვადიან თანამშრომლობაზეც კი ვიყავი მზად, რომ გამეფორმებინა. სამწუხაროდ, ვერც ვადებში ჩაეტივნენ, ვერც ხარისხიანი პროდუქცია ვერ წარმოადგინეს, ამიტომ მომიწია შეკვეთის წაღება ნატოს წევრ ქვეყნებში და იქ დაკვეთა - გერმანიასა და თურქეთში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია „დელტა“ საინტერესო შეთავაზებაზე მუშაობს.

„ამჟამად, „დელტა“ მუშაობს ძალიან საინტერესო შემოთავაზებაზე, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც არის აღჭურვილი უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარებით, რომელიც სრულად ემსახურებოდა ექსპორტს. კორონას კრიზისის გამო, ამ საწარმოს შეექმნა პრობლემები. ვინაიდან, გაჩერდა წარმოება და ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ „დელტა“ გახდეს თანაპარტნიორი და ხარისხი, რაც მთავარია იქნება გარანტირებული. 350 დატრენინგებული, იტალიელი დიზაინერების მიერ მომზადებული, მკერავი, მუშაობენ ქართველები. ეს ფაბრიკა საქართველოშია და გამართულია აბსოლუტურად, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ეს მოაგვარებს ძალიან ბევრ პრობლემას არა მხოლოდ ჯარისთვის, არამედ პოლიციისთვის და სხვა უწყებებისთვისაც“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის უხარისხო სამხედრო ფორმის შესყიდვაში ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დანაშაული, ასეთი ეპითეტებით მოიხსენიო ჯარი და მეორე დღეს გამოვიდნენ და თქვან, რომ ისინი პატრიოტები არიან.

„იმდენად შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოვისმინე ე.წ ოპოზიციის მხრიდან, რომ ამაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი დამოკიდებულება ყველაზე საამაყო ინსტიტუტის, ჯარის მიმართ. ჩემგან უბრალოდ უხერხულია და მე მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული - ასეთი ეპითეტით მოიხსენიო ჯარი და შენი საამაყო ჯარისკაცები და მეორე დღეს გამოვიდნენ და თქვან, რომ ისინი არიან პატრიოტები. ეს ადამიანები არაფერზე არ ფიქრობენ, თეთრზე ამბობენ შავს, შავზე ამბობენ თეთრს. მე მათთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა