ირაკლი ღარიბაშვილი - თუ არ დავსაჯეთ ყველა იმ პრეცედენტის გამმეორებელი, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ცდილობდა, ქვეყანა წინ ვერ წავა-ერთი რამ არ დაავიწყდეთ ამ ვაჟბატონებს, აბსოლუტურად სხვა მთავრობა ვართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, არ მოსწონს.

როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ზედმეტი კომენტარი მისი მხრიდან კორექტული არ იქნება.

ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, თუ სამაგალითოდ არ დაისაჯა ყველა, ვინც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ცდილობდა, ქვეყანა წინ ვერ წავა.

„მე არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, ასე შემიძლია, გითხრათ, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ. მეორეს მხრივ, მე უკვე განვაცხადე, რომ პრეზიდენტმა კარგად დაასაბუთა, თუ რამ განაპირობა, რა იყო მთავარი მოტივატორი, რამაც ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. ვფიქრობ, როცა ასეთი ტიპის არაორდინალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ზედმეტი კომენტარები და მითუმეტეს, მე მთავრობის წევრი ვარ, კორექტული არ იქნებოდა. თუმცა, გიდასტურებთ, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მჯერა და მე თვითონ ვარ მომსწრე, თვითმხილველი იმ ძალადობრივი შეგონებებისა, თუ მოწოდებისა და ქმედებების, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, უგულავამ, მელიამ, ოქრუაშვილმა და სხვებმა. რატომ დადიან თავისუფლად ქუჩაში? ჩვენ თუ არ დავასრულეთ და სამაგალითოდ არ დავსაჯეთ ყველა იმ პრეცედენტის გამამეორებელი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას უკავშირდება, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ჩვენ ეს ვიწვნიეთ 90-იან წლებში, მთელი ეს უბედურება იმ დროიდან მომდინარეობს, როცა ეროვნული მთავრობა დავამხეთ. ჩვენ თუ ერთ წრეზე გვინდა სიარული, ვთქვათ, მაგრამ ერთი რამ არ დაავიწყდეთ ამ ვაჟბატონებს, ჩვენ აბსოლუტურად სხვა მთავრობა ვართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს