ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაოს სახით 1.25 მილიონი აშშ დოლარი შეეფარდა

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისის პოლიციის ყოფილ ოფიცერს, დერეკ შოვინს, რომელსაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ედება ბრალი, სასამართლომ გირაოს სახით 1.25 მილიონი აშშ დოლარი შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრეცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შოვინის გირაოს თანხის ოდენობა 1 მილიონიდან 1.25 მილიონ აშშ დოლარამდე უპირობოდ გაზარდეს, 750 000-დან 1 მილიონამდე კი გარკვეული პირობებით, რომელიც მოიცავს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობისა და ფლოიდის ოჯახთან კონტაქტის აკრძალვას. ამავე პირობების თანახმად, შოვინმა იარაღის ტარების ნებართვასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტზე უარი უნდა თქვას და ჩააბაროს.

მედიის ინფორმაციით, შოვინსა და მის ადვოკატს გირაოს პირობები არ გაუპროტესტებიათ.

შეგახსენებთ, დერეკ შოვინი ის ყოფილი პოლიციელია, რომელმაც დაკავების ოპერაციის დროს ფერადკანიან ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლი თითქმის 9 წუთის განმავლობაში, მანამდე დააჭირა, სანამ დაკავებულმა გონება არ დაკარგა. შოვინი მეორე ხარისხის მკვლელობაშია ბრალდებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნას 40 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ აშშ-ში ანტირასისტული პროტესტის ძლიერი ტალღა გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა