დღეიდან ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან კომუნიკაციას წყვეტს

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან კომუნიკაციას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მუშაობას წყვეტს ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო ქალაქ კაესონგში განთავსებული სამეკავშირეო ოფისი, რომელიც სამხრეთ კორეამ და ჩრდილოეთ კორეამ 2018 წელს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დააარსეს.

„ჩრდილოეთ კორეა 9 ივნისს, 12:00 საათზე ორ სახელმწიფოს შორის არსებულ საკომუნიკაციო ხაზს დახურავს, რომელიც დღემდე ერთობლივი სამეკავშირეო ოფისის საშუალებით ნარჩუნდება,“- ნათქვამია „ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს“ (KNCA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, არ არსებობს „ორ სახელმწიფოს შორის პირდაპირი დიალოგი საჭირო არ არის.“

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ არსებობს სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან პირისპირ დაჯდომის საჭიროება. არ არსებობს ისეთი საკითხი, რაც მათთან უნდა განვიხილოთ,“- ნათქვამია KNCA-ის ინფორმაციაში.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის, დამ- კიმ იო ჩინიმ - განაცხადა, რომ თუკი სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეაში პროკლამაციების გაგზავნას არ შეწყვეტდა, ჩრდილოეთი სამეკავშირეო ოფისს დახურავდა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა ტექნიკურად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან 1953 წეკს კორეის ომის დამთავრების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა 2018 წელს შედგა. კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც კიმ ჩენ ინმა და დონალდ ტრამპმა ჰანოის სამიტზე ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ფხენიანმა სეულთან პირაპირი კონტაქტი გაწყვიტა და კომუნიკაცია სამეკავშირეო ოფისის საშუალებით გააგრძელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო