2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში დღეს შევა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს შევა.

მისი თქმით, 4.5 ეკონომიკური ზრდის ნაცვლად ბიუჯეტი მინუს 4 პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნაზეა დაგეგმილი. რაც შეეხება დეფიციტს, ის გაზრდილია და 8.5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

"ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული ყველა ის პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან და ასევე, საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვასთან და სოციალურ უზრუნველყოფასთან. ასევე მინდა გითხრათ, რომ შეცვლილია ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელსაც აქამდე ვასახელებდით. მოგეხსენებათ სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 4.5 პროცენტიან ზრდაზე, ქვეყანა არის რეცესიაში, ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი ,ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქედან გამომდინარე გვექნება მინუს 4 - პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. ასევე ჩადებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტი და ეს დეფიციტი იქნება ბიუჯეტში 8.5 პროცენტის ფარგლებში. დანარჩენი ციფრების, ხარჯვითი ნაწილის პრეზენტაცია მოხდება ხვალ და ასევე შემდეგ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში,"- განაცხადა კოვზანაძემ.

კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა ბიუჯეტის შემოტანა და რაიმე პრობლემა ხომ არ არის ამ მიმართულებით, კოვზანაძე პასუხობს, რომ გარკვეული მუხლების კორექტირება მიმდინარეობს და რაიმე პრობლემასთან საქმე არ გვაქვს.

„არანაირი პრობლემა არ არის, მიმდინარეობს საბიუჯეტო მუხლების გარკვეული კორექტირება, ხდება ხარჯების დაზუსტება. პროექტი დასრულებულია და მისი პრეზენტაცია მოხდება ხვალ," - აცხადებს კოვზანაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს