ჯანმო-ს წარმომადგენელი - რუსეთი კორონავირუსის შემთხვევების ზრდისთვის უნდა მოემზადოს

რუსეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის შემთხვევების ზრდისთვის უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ რუსეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მელიტა ვუინოვიჩმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა.

„აუცილებელია ეფექტური ზომების დაცვა და კარანტინის რეჟიმის გაუქმების შემდეგ შემთხვევების იდენტიფიცირება და იზოლაცია, კონტაქტების მოძიება და საეჭვო შემთხვევების იზოლაცია, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებისგან დაცვა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ფხიზლად და მზად უნდა იყოს იმითვის, რომ ორმაგ პრობლემას გაუმკლავდეს : უზრუნველყოს საბაზისო სამედიცინო სერვისებზე წვდომა და სწრაფად უპასუხოს დაავადების გავრცელების შესაძლო ზრდას,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა და პირბადეების ტარება.

„ახალი ნორმები ჩვენი რეალობა ხდება,“- აღნიშნა მელიტა ვუინოვიჩმა.

შეგახსენებთ, დღეიდან მოსკოვში, რომელიც რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრია, შეზღუდვების მოხსნა იწყება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა