არმაზ ახვლედიანი - ღარიბაშვილმა ანტიამერიკული და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს

საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, მისი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ასე უზნეოდ მოხსენიება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის რეალური ანტიამერიკული ზრახვების და აშკარა რუსული ინტერესების თავხედური გამოვლინება, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი, არმაზ ახვლედიანი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აშშ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

როგორც ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს, „ღარიბაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ანტიამერიკული და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებისთვის“.

“თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ, ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელ განცხადებაში ცინიკურად თქვა, რომ “რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის მოვლენების დროს”.

საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, მისი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ასე უზნეოდ მოხსენიება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის რეალური ანტიამერიკული ზრახვების და აშკარა რუსული ინტერესების თავხედური გამოვლინება!

20 ივნისის ამბებთან ამ პროცესის შედარება კი არაადეკვატური და მცდარია! ბოლო 3 ათეული წლის განმავლობაში, საქართველოს უმთავრესი მხარდამჭერი - ამერიკის მთავრობა სწორედ მისი ხალხის სახელით უდგას გვერდში ჩვენს ქვეყანას ყველა კრიტიკულ ვითარებაში! ივანიშვილის არადემოკრატიული რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ანადგურებს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ სასამართლოს, განსხვავებულ პოლიტიკურ აზრს და დამოუკიდებელ ბიზნესს, შეერთებულ შტატებში ამ უფლებების დაცვის გარანტი ხელისუფლების სამივე შტოს დემოკრატიულად ფუნქციონირების ურყევი ტრადიცია და პრაქტიკაა! შავრაზმული განცხადებებით გამორჩეულ ბატონ ღარიბაშვილს აქვე შევახსენებ, რომ მისგან და მისი “ოცნების” მთავრობისგან განსხვავებით, რომელიც ერთი კაცის მონურ მორჩილებაშია, შეერთებულ შტატებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა, უმაღლესი თანამდებობის პირები, კონსტიტუციის და ხალხის ინტერესების ერთგულნი, კრიტიკულ სიტუაციაში არასდროს ერიდებიან ქვეყნის პრეზიდენტისგან განსხვავებული მოსაზრების გამოხატვას! ღარიბაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამ ანტიამერიკული და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებისთვის!

არ შეიძლება, ნატო-ს გზაზე მიმავალი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც რეალური ნაბიჯებით და მსგავსი უტიფარი განცხადებებით უკიდურესად აშორებს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას!“ - წერს ახვლედიანი „ფეიქსბუქ“ გვერდზე.

ცნობისთვის, თავდაცვის მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. მისივე განცხადებით, მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო