ივანე მაჭავარიანი - არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ - შევეცადეთ, რომ ის ხარჯები, რომლებიც პანდემიის პირობებში არარელევანტური გახდა, შეგვემცირებინა

არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ. ესაა პრაქტიკულად ხელახალი ბიუჯეტი, სრულად გადააზრებული, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს მთავრობის მიერ შემუშავებულ 2020 წლის კრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის პრეზენტაციაც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მინისტრის თქმით, შემცირდა ხარჯი ყველა იმ პროექტის მიმართულებით, რომლებიც არსებული სიტუაციის გათვალისწინებით არარელევანტური და არაპრიორიტეტული გახდა.

„ბიუჯეტის მთლიანი გადააზრება და მისი სტრუქტურის შეცვლა ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არაა ის სტანდარტული ცვლილებები, რომლებიც წლიდან წლამდე ხდებოდა, ესაა პრაქტიკულად ხელახალი ბიუჯეტი, სრულად გადააზრებული, ცვლილებები, თავისი მასშტაბით არის ძალიან დიდი. ჯამში 600 მილიონამდეა დანაზოგი, 300 მილიონი კაპიტალურ და 300 მილიონი ლარი მიმდინარე ხარჯების ნაწილში იმ ბიუჯეტთან შედარებით, რაც 2019 წლის ბოლოს მომზადდა. დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით, ჩვენ აქ არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ და ზოგან 100 000 და ზოგან 200 000 ლარი შევამცირეთ, რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა ფინანსები, რომლებიც საჭიროა პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებისა და მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ. შევეცადეთ, რომ ის ხარჯები, რომლებიც პამნდემიის პირობებში არარელევანტური გახდა, მაქსიმალურად შეგვემცირებინა. ასევე, დონორი ორგანიზაციებიდან მოგვეძიებინა თანხები და ამ რესურსის ხარჯზე შეგვექმნა რამდენიმე პროგრამა. ეს იყო სოციალური მხარდაჭერის მსხვილი პაკეტი, ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტი, ცალკე იყო სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი და დეველოპმენტის მხარდამჭერი პაკეტი,“-აღნიშნა მაჭავარიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა