საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველ კვარტალში 41.7 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალში 41.7 პროცენტით შემცირდა.

კერძოდ, 2020 წლის I კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.

„შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში,“-ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ამასთან, 2020 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურის მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 44.2 პროცენტით, მეორე ადგილზე აშშ - 17.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე პანამა - 11.9 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის I კვარტალში 87.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 94.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 57.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი - 34.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 15.8 მლნ. აშშ დოლარით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა