ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალი, რომელსაც კლინიკის დაინფიცირებულ თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადავა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, განიხილება იმ მედპერსონალის კარანტინში გადაყვანა, ვისაც კლინიკის დაინფიცირებულ თანამშრომლებთან ჰქონდათ შეხება.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკის თანამშრომლები ცვლებით მუშაობენ და კლინიკის დატოვების შემდეგ ისინი საკუთარ სახლებში, თვითიზოლაციაში არიან. მისივე თქმით, გარდა ამისა, ხშირად იტესტება კლინიკის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი.

„მუშაობის პერიოდში კლინიკა დატოვეს, მაგრამ ჩვენი ბოქსირებული სექტორის ყველა პერსონალი მაქსიმალურად არის განსწავლული და უზრუნველყოფილი იმით, რომ მათ თვითონ მოიწყონ თვითიზოლაცია ოჯახებში. ჩვენი არაერთი ისტორია მოისმინეთ ექთნების, სანიტრების, ექემების, როგორ ენატრებათ შვილები, როგორ ვერ მიდიან ოჯახის წევრებთან. დღემდე ასე გრძელდება იმიტომ, რომ არ შეიძლება მოდუნება და ისინი მაქსიმალურად თვითიზოლაციაში არიან, როდესაც მიდიან კლინიკიდან. მათ აუცილებლად სჭირდებათ სახლში გასვლა, გარემოს შეცვლა, ეს არის ძალიან მძიმე პირობებში მუშაობა. ვაცხადებ, რომ კოვიდის სიმპტომატიკა არ არის მძიმე იმ პაციენტების, ვინც ჩვენ გვყავდა, მაგრამ ძალიან მძიმეა პერსონალის ცხოვრება. ისინი მიდიოდნენ სახლში, მაგრამ პერსონალი თვითონ უზრუნველყოფდა იზოლაციას სახლებში. ასევე ხდებოდა ამ პერსონალთანაც. ჩვენი მეგობარი კომპანიების ხარჯზე მათი ტრანსპორტირებაც საკმაოდ დაცული და იზოლირებული იყო. გარდაუვალი მოხდა. სანიტარს და მედდას ჰქონდა უშუალო კონტაქტი, იმიტომ რომ ჩვენ დაგვჭირდა ამ პაციენტის ფიზიკურად გაკავება და რომ არა ეს ქმედება დაინფიცირება არ მოხდებოდა. ეს არის ერთი ცვლა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკის თანამშრომლები არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა