ივანე მაჭავარიანი - მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან ვმუშაობთ იმაზე, 2021, 2022, 2023 წლებში როგორი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშავოთ

ვმუშაობთ მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან, პოსტკრიზისული პერიოდში 2021, 2022, 2023 წლებში როგორი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშავოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველო უნდა შეეცადოს იმ პროცესებს არ ჩამორჩეს, რომლებიც პოსტკრიზისულ პერიოდში დაიწყება და „პირიქით, ამის ავანგარდში ვიყოთ“.

„პირველ რიგში, რასაკვირველია, უნდა მივიღოთ ბიუჯეტი და ის პარამეტრები, რაც ჩავდეთ, ეს დავიცვათ, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან. ის ვალდებულება რაც ავიღეთ ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ბიზნესის წინაშე, ეს შევასრულოთ, ეს არის პირველი და აუცილებელი, რომ შესრულდეს. ამავდროულად, უნდა ვმართოთ პანდემია და ეპიდსიტუაცია, ეს არის ნომერი პირველი ამოცანა. ამასთან ერთად, რასაკვირველია, ვფიქრობთ და პრემიერმაც განაცხადა, რომ ვმუშაობთ მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან, რომ პოსტკრიზისული პერიოდი 2021, 2022, 2023 წლებში როგორი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშავოთ, რა დასკვნები გამოვიტანოთ პანდემიიდან არა მარტო ჩვენ, მსოფლიოში რა დასკვნები გამოაქვთ და შევეცადოთ, რომ დინამიკას, პროცესებს, რომლებიც პოსტკრიზისულ პერიოდში დაიწყება არ ჩამოვრჩეთ და პირიქით, ამის ავანგარდში ვიყოთ. ამაში ძალიან წაგვადგება ის, თუ როგორ ვმართეთ ეს პერიოდი, როგორ ვმართეთ კრიზისი და ეპიდემია, როგორ ვმართეთ კრიზისული ბიუჯეტი, რამდენად ადეკვატურები და რელევანტურები ვიყავით, როდესაც დახმარებას ვითხოვდით უცხოეთიდან და სად ვხარჯავდით ამას. ეს ძალიან წაგვადგება იმაშიც, რომ 2021-ში და 2022-ში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშავოთ, ძლიერი რეპუტაციით დავხვდებით ამ პერიოდს, ეს არის გადამწყვეტი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საკუთრივ იმაზე, რომელი და რამდენი საწარმოს გადმოტანაა შესაძლებელი სხვა ქვეყნებიდან საქართველოში, ჯერჯერობიოთ პასუხი არ აქვს. „ამაზე ვერ გიპასუხებთ, ეს არ არის იოლი. რასაკვირველია, სასურველია და ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას, რომ რამე შანსი თუ არსებობს რამე ტიპის წარმოების წამოღების ამ ქვეყანაში, სიამოვნებით და ამაზე მუშაობით არ დავიღლებით, თუმცა, აქ მოლოდინი ადეკვატური უნდა გვქონდეს და იოლი არ იქნება. სხვა ტიპის შეზღუდვები ახლავს ამ ამბავს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა კონკრეტულად არ დაასახელა, თუ რომელ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება, რომ ბიზნესის მხრივ დადებითი მოლოდინი და განწყობა შექმნას, თუმცა, აღნიშნა, რომ ესენი არიან კემბრიჯის პროფესორები, ასევე ნიუ იორკის დელოიტის ოფისი.

„ეს ამ ეტაპზე საკმარისია. მათთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას და რასაკვირველია, არა მარტო საჯარო გახდება მათი გვარები და სახელები, მჯერა, რომ ვიხილავთ საჯარო სივრცეში. მაგრამ ახლა არის სამუშაო რეჟიმი, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა