ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები ქვეყნებთან, რომელიც ადგილზე ეპიდემიოლოგიური ვითარების გაურესების გამო დროებით გადაიდო, საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნები არა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები ქვეყნებთან, რომელიც ადგილზე ეპიდემიოლოგიური ვითარების გაურესების გამო დროებით გადაიდო, საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნები არა.

ამის შესახებ ვანო მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ზოგიერთ ქვეყანასთან გახსნას ვაპირებდით მარტივად და ახლა შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. რამდენიმე ქვეყანასთან იყო მოლაპარაკება, არ მინდა ამ ეტაპზე დავასახელო ეს ქვეყნები, იქ ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის მართვადი გახდება და ჩვენს პირველად გეგმებს დავუბრუნდებით. არ მინდა, რომ დღესვე ვთქვა ამ ქვეყნებში ეპიდაფეთქებაა და აღარ ვითანამშრომლებთ. თუმცა, დამერწმუნეთ, რომ საბოლოო ჯამში გამოჩნდება ის ქვეყნები, ე.წ. მწვანე დერეფნის ქვეყნები, სადაც ჩვენ ურთიერთაღიარებისა და ურთიერთნდობის პრინციპზე, შედარებით იოლად და მარტივად ვუმასპინძლებთ ერთმანეთის სტუმრებს. აქვე გეტყვით, რომ უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებზე აქ არ იყო საუბარი,“- განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, ეს მოლაპარაკებები დროებით გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა