ნათია თურნავა - ენერგეტიკაში წელს ინვესტიციების ზრდას ველოდებით

ენერგეტიკაში უკვე წელს ინვესტიციების ზრდას ველოდებით,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიდის მუშაობა, რათა გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები საქართველოზე აისახოს.

„კონკრეტულ პროექტებს გეტყვით, „ნამახვანი ჰესი“ მაგალითად, 700 მილიონი დოლარზე მეტი ინვესტიციაა და დღე დღეზე ჩავალთ, რომ ეს მშენებლობა გავხსნათ. არის სხვა პროექტებიც ენერგეტიკის მიმართულებით, მაგრამ ენერგეტიკა არაა ერთადერთი მიმართულება, სადაც ინვესტიციების ზრდას ველოდებით, აქტიურად ვმუშაობთ, რომ გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები საქართველოზე აისახოს. რა თქმა უნდა, მარტივი არაა, რომ რომელიმე საწარმო სწრაფად გადმოვიტანთ და დავარწმუნოთ ინვესტორი, რომ დიდი და მიმზიდველი ჩინური ბაზარი დატოვოს და საქართველოში გადმოვიდეს, მაგრამ ეს ის ტენდენციაა, რომელიც ზოგადად დაწყებულია, ეს ობიექტური გარემოებაა,“-აღნიშნა თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს