მამუკა მდინარაძე - ის ერთობა, რაც ოპოზიციამ წარმოაჩინა საზოგადოების წინაშე დარღვეულია, ისინი არათუ კამათობენ, არამედ მწვავე დაპირისპირებაა

საბოლოო ჯამში, ოპოზიციის მთელი ეს ერთობა მაქსიმუმ 35 და კიდევ უფრო მაქსიმუმ 40 პროცენტიან ნიშაში ზის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არა მხოლოდ მისი პროგნოზია, არამედ "რეალური კვლევებიც" ამას ადასტურებს.

"ფაქტია, რომ ის ერთობა, რომელიც მათ წარმოაჩინეს საზოგადოების წინაშე მედიასაშუალებების მეშვეობით, დარღვეულია. ისინი არათუ კამათობენ, არამედ მწვავე დაპირისპირებაა ოპოზიციაში და ეს მათი გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, მთელი ეს ერთობა მაქსიმუმ 35 და კიდევ უფრო მაქსიმუმ 40 პროცენტიან ნიშაში ზის, რაც მათ უნდა გაინაწილონ. ერთ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“ ექნება 3 პროცენტი და 12% „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ 5% „ევროპულ საქართველოს“ და 10% „ნაცმოძრაობას“, ისინი საერთო რეიტინგს იყოფენ და მათი საერთო რეიტინგი ჩემი წარმოდგენით და რეალური კვლევების გათვალისწინებითაც, იქნება 35-40 პროცენტი და დანარჩენი ეს იქნება მმართველი სახელისუფლებო გუნდის შედეგი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ არჩევნებში,"- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა