სერგო რატიანი - თუ ხელისუფლებას თავი არ აქვს, რომ შესაბამისი თანხები მოიძიონ, ფულს მაინც ნუ ამოიღებენ ადამიანების ჯიბეებიდან

პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვესაც ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სერიოზული გეგმა არც ხალხის დახმარების, არც ამ კრიზისიდან გამოსვლის, რაზეც საუბრობენ იმისი მეათედიც არ არის ჩადებული წარმოდგენილ ბიუჯეტში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა ანტიკრიზისული ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი რაც ქვეყანას უშველის, გადასახადების დაწევაა.

"რა დახმარებაზეც შეიძლება იყოს საუბარი ეს არის დაგვიანებული და არასაკმარისი, არ არსებობს გეგმა კრიზისიდან გამოსვლის. ერთადერთი რაც უშველის ამ ქვეყანას ეს არის გადასახადების დაწევა, რადგან ეს არის რეალური დახმარება კონკრეტული ადამიანებისთვისაც და ბიზნესისთვისაც. თუ არ აქვთ თავი იმისთვის, რომ შესაბამისი თანხები მოიძიონ, ფულს მაინც ნუ ამოიღებენ ადამიანების ჯიბეებიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ის, რაც დაეხმარება ბიუჯეტს," - განაცხადა სერგო რატიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს