სერგი კაპანაძე - ვნახეთ, როგორი წინასაარჩევნო გარემო იყო 2018 წლის არჩევნების წინ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს არ სურთ, რომ მსგავსი რამ განმეორდეს ამ არჩევნების წინაც

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანისა და გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შეხვედრა მომავალ არჩევნებს უკავშირდებოდა და „საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს არ სურთ, წელსაც იგივე განმეორდეს, რაც 2018 წლის არჩევნების წინ“.

როგორც კაპანაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ და პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.

„ამერიკის ელჩის შეხვედრა შოთაძესთან, ბუნებრივია, უკავშირდება არჩევნებს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც პირდაპირ პროკურატურის პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, ხელისუფლების პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ეხება ძალადობას, შერჩევით სამართალს. ვნახეთ, როგორი წინასაარჩევნო გარემო იყო 2018 წლის არჩევნების წინ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს არ სურთ, რომ მსგავსი რამ განმეორდეს ამ არჩევნების წინაც. აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრიდან გამოსული გზავნილი არის ძალიან მკაფიო და ნათელი, რომ ხელისუფლებამ და პროკურატურამ, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთმა შტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში“,- განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა