რომან გოცირიძე რეგლამენტში ცვლილებებზე - ფეოდალურ პერიოდში ყმა რომ იყო მიბმული ფეოდალზე, აი ასეა - დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ

წარმოვიდგინოთ, ყმა - გლეხობა რომ იყო ფეოდალურ პერიოდში და მიბმული იყო ყმა ფეოდალზე, აი ასეა - დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება შექმნას ფრაქცია სხვასთან ერთად,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან ფრაქციის შექმნის წესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

დეპუტატის თქმით, ეს ცვლილება პრობლური იქნება მცირე პარტიებისთვისაც, რადგან მათ წარმომადგენლებს პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბების საშუალებას ართმევს.

„წარმოვიდგინოთ ყმა- გლეხობა რომ იყო, ფეოდალურ პერიოდში და მიბმული იყო ყმა ფეოდალზე, აი ასეა - დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში სამუდამოდ უნდა იყოს იქ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება შექმნას ფრაქცია სხვასთან ერთად.

ასე ვერც ერთი ფრაქცია ვერ შეიქმნებოდა, რაც პარლამენტში შეიქმნა უმრავლესობის დაშლის შემდეგ. ინდივიდუალური ცალკეული დეპუტატები, რომლებიც შედიან თითო- ორი პატარა პარტიებიდან, მათ არ აქვთ პარლამენტში გაერთიანების უფლება და საკუთარი ძალების კონსოლიდაციის საშუალება - აბსოლუტურად გაუმართლებელია მსგავსი გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს აფერხებს და ძალიან უცნაურია, რომ ასეთი ინიციატივით გამოდის საპარლამენტო უმრავლესობა. ავიწყდებათ მათ, რომ თავად იქნებიან ოპოზიციაში მომავალში და საკუთარ მახეში თვითონ გაებმებიან,"- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა