სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებას“ დიდი ლაქა აქვს 20 ივნისის სახით და უნდა მისი ჩამოშორება, ოღონდ ეს ლაქა არის ჩამოუშორებელი

მათ დიდი ლაქა აქვთ 20 ივნისის სახით და მხოლოდ ამგვარი რიტორიკით უნდათ ამ ლაქის ჩამოშორება, ოღონდ ეს ლაქა არის ჩამოუშორებელი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლკის განცხადებას, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს ხელისუფლება, „რომლის მიმართ შეტევა შალვა ნათელაშვილის ოფისში გამართული მოლაპარაკების მთავარი მიზანია“.

კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის ამოცანა მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლაა.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რაც იქნება წინასაარჩევნოდ, სრულიად ნათელია - ისევ საუბარი აჯანყებაზე, ამბოხებაზე, ხელისუფლების დამხობაზე. ამ დროს ჩვენი ამოცანაა, ყველამ კარგად იცის, მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა და რაც არ უნდა ისაუბროს ამაზე ვოლსკიმ, ღარიბაშვილმა და „ქართული ოცნების“ სხვა სახეებმა, ვერანაირ მიზანს ამით ვერ მიაღწევენ. მათ დიდი ლაქა აქვთ 20 ივნისის სახით და მხოლოდ ამგვარი რიტორიკით უნდათ ამ ლაქის ჩამოშორება, ოღონდ, ეს ლაქა არის ჩამოუშორებელი. მათ სისხლი დაღვარეს საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების. ახალგაზრდები დააბრმავეს და ეს არის ის ტვირთი, რომელიც უნდა ზიდონ და მათ შორის ამის გამო მოუწევთ პასუხისგება ოქტომბრის არჩევნებზე“,- განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, გია ვოლკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფოს ინტერესშია ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნები.

„ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება, რომლის მიმართ შეტევა შალვა ნათელაშვილის ოფისში გამართული მოლაპარაკების მთავარი მიზანია. ყველაფერს პასუხი გაეცემა საარჩევნო ყუთებთან. ეს არის მთავარი და ცდილობენ, რომ ამ მთავარ მიმართულებას როგორმე გადავცდეთ“,- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა