ტანზანიის პრეზიდენტი - ქვეყანა კორონავირუსისგან ღმერთმა გაათავისუფლა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დონორებისგან ნაჩუქარ პირბადეებზე უარი თქვით

ტანზანიის პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულმა ქვეყანა „კორონავირუსისგან გათავისუფლებულად“ გამოაცხადა.

„მსურს, ტანზანიელებს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვლოცულობდით, რომ დავეცავით პანდემიისგან და ღმერთმა გვიპასუხა ჩვენ. დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის დაავადება ღმერთმა ამოძირკვა“, - განაცხადა ჯონ მაგუფულმა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება მან რამდენიმე დღის წინ მასწავლებლების კონფერენციაზეც გააკეთა და ასევე საზოგადოებას მოუწოდა, რომ უარი თქვან დონორების მიერ ნაჩუქარ პირბადეებზე.

„სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. დონორების მიერ ნაჩუქარმა პირბადეებმა, შესაძლოა, ვირუსის გავრცელება გამოიწვიოს. მინდა, ტანზანიელებს მოგიწოდოთ, არ მიიღოთ ეს პირბადეები და დონორებს გადაეცით, საკუთარი ცოლებისა და ბავშვებისთვის გამოიყენონ,“- განაცხადა ტანზანიის პრეზიდენტმა.

ტანზანიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ბოლოს 29 აპრილს გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ტანზანიაში კორონავირუსის 508 შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულია 21 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა