ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიწვევას და „იმ პრობლემებზე საუბარს ითხოვს, რასაც ეს ადამიანი წააწყდა“

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეკონომიკური კომიტეტების ხელმძღვანელებს მიმართავს, რომ ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მიიწვიონ, რათა მან იმ პრობლემებზე ისაუბრო, რასაც წააწყდა. როგორც გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გიორგი ქობულიამ ერთ-ერთ არხზე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას აქვს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

„მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და განსაკუთრებულად მივიქციო ყურადღება ეკონომიკური მიმართულებების ხელმძღვანელების - რომან კაკულიას და ირაკლი კოვზანაძის . ბატონებო, ეს ადამიანი იყო იმ გუნდის წევრი, რომლისთვისაც პირადად თქვენ გაქვთ მხარი დაჭერილი იმისათვის, რომ ის გამხდარიყო ეკონომიკის მინისტრი. გუშინდელი განცხადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ, ჯერ კომიტეტებს გთავაზობთ, მივმართოთ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს და ვთხოვოთ გაერთიანებულ ფორმატში ისაუბროს იმ პრობლემებზე, რასაც ეს ადამიანი წააყდა, როცა ის იყო ეკონომიკის მინისტრი. ვინ უშლიდა ხელს, როგორ უშლიდა, რა პროექტების გაკეთების შესაძლებლობა იყო ამ ქვეყნისთვის, რა პროექტები არ გაკეთდა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დარბიან პარლამენტში. ამას წინათ მოსული იყო ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი ნავთობკომპანიის წარმომადგენელი, უნდა, რომ აქციზი გაიზარდოს თხევად გაზზე, იმიტომ, რომ მან გაყიდოს ის გაზი, რომელიც თვითონ აქვს გასამართ სადგურებში. ამ სქემებს, კორუფციული გარიგებებს ბოლო უნდა მოეღოს. ამიტომ, გთავაზობთ, გადავდგათ პირველი ნაბიჯი და მივმართოთ გიორგი ქობულიას და ამ ფორმატში ვთხოვოთ მოყვეს, რაც მას ხელს უშლიდა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს