ეკა ბესელია - კელი დეგნანის განცხადების მიღმა იკითხებოდა ძალიან კონკრეტული გზავნილი - უნდა იყოს სამართლიანი გარემო, არარეპრესიული და არაძალადობრივი ქმედებები წინასაარჩევნოდ

კელი დეგნანის განცხადების მიღმა იკითხებოდა ძალიან კონკრეტული გზავნილი - უნდა იყოს სამართლიანი გარემო, არარეპრესიული და არაძალადობრივი ქმედებები წინასაარჩევნოდ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ აშშ - ის ელჩის კელი დეგნანის გენერალურ პროკურორთან შეხვედრისა და გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, ჟურნალისტებთან აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, ამ გზავნილში იკითხებოდა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა და პროკურატურა არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ოპონენტების წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ.

„ამ განცხადებების გაკეთების მიღმა იკითხებოდა ძალიან კონკრეტული გზავნილი. ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის გზაზე - საით მიდის საქართველო წინ, თუ ბრუნდება წარსულში. ამიტომ ამ განცხადების მიღმა დგას ძალიან კონკრეტული გზავნილი - უნდა იყოს სამართლიანი გარემო, არარეპრესიული და არაძალადობრივი ქმედებები“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, შეხვედრაზე საუბარი გიორგი რურუასაც შეხებოდა.

„მე მიჭირს რაიმე ვარაუდის დონეზე გითხრათ, თუმცა არ გამოვრიცხავ პროცედურულადაც პროკურატურასთან კავშირში არის, რადგან განაჩენი არ არის დამდგარი, პროკურორის პოზიცია საბოლოოდ ბრალდებაზე უარს იტყვის თუ არა, ეს მისი უფლებამოსილების არეალშია,"- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. როგორც კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს "გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით". "ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, -განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს