ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ხვალიდან პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი, ხვალიდან პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

როგორც მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის მოითხოვს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქონება უსამართლოდ წაართვეს, დაუბრუნონ.

„ამასთან დაკავშირებით მე ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ. აშშ-ის საელჩოსთან ადამიანებთან ერთად მივდივარ მოთხოვნით, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე ისე, როგორც ორი დამნაშავე, ოქრუაშვილი და უგულავა გამოაშვებინეს. დამნაშავე გამოუშვიო, რომ გვეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან? ამიტომ ამერიკის საელჩოსთან მივდივარ მოთხოვნით: დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ამასთან, მან ასევე მოითხოვა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს.

„ეს არ არის ჩემი ახირება, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა იმისთვის, რომ არ გაყალბდეს, ან გაყალბების რისკი შედარებით ნაკლები იყოს“,-განაცხადა კვიციანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა