ნინო წილოსანი - ყველაფერმა, რაც წლების მანძილზე გვიკეთებია, საქართველოსთვის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში შედეგი გამოიღო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტურიზმის სექტორში არსებულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს ნათელი მაგალითია იმისა, რომ “აქციე კრიზისი შესაძლებლობად“ მხოლოდ სიტყვებად არ დარჩა.

„მიუხედავად ამ ძალიან რთული პერიოდისა, ჩვენ შევძელით მსოფლიოს მასშტაბით ნომერ პირველი უსაფრთხო ქვეყანის სტატუსი მოგვეპოვებინა. ეს არის აღნიშნული სხვადასხვა გამოცემებში: „ვაშინგტონ პოსტში“ საქართველო პანდემიისგან თავშესაფრის კუნძულად დასახელებული, „ფორბსის“ 15-ეულში, სადაც პანდემიის შემდგომ დასვენება ღირს, ნომერ პირველი ქალაქი თბილისი და შემდგომ ბათუმი. ეს ყველაფერი არის შედეგი იმ რამდენიმეწლიანი, დაგეგმილი პროექტებისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 1 ივნისიდან შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან - საერთაშორისო ტურისმი იხსნება.

„ყველანი მოუთმენლად ველით დაპაუზებული სექტორის ახმაურებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის პასუხისმგებლობა, რაც სახელმწიფოს აქვს მოქალაქეების წინაშე - ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და, ამავდროულად, მათ შემოსავლებზე. ამასთანავე უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ბალანსი ტურიზმის კომფორტულ დასვენებასა და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას შორის. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით როგორც უცხოელი ტურისტების შემოსვლას, ასევე ადგილობრივად იმ პრინციპებსა და კრიტერიუმებს , რომელიც ტურიზმის სექტორმა უნდა დაიცვას“, - განცხადა ნინო წილოსანმა.

მისი განცხადებით, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება პრiნციპი „აღმოაჩინე ის, რაც შენია“ .

“მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ დაისვენოთ საქართველოში. დაცულ ტერიტორიებზე 2019 წელს ვიზიტორთა 50% ადგილობრივები იყვნენ. მინდა, რომ ეს ციფრი გაცილებით გაიზარდოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში ტურიზმის სექტორის გასავითარებლად.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ბაზა გარემოს, ბუნების და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის სახით, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდებოდა დაცვა, მოვლა და განვითარება. მილიარდნახევარი ლარი ჩავდეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იმისათვის, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტისთვის ყოფილიყო კომფორტული თითოეულ ადგილზე მისვლა. ჩვენ განვავითარეთ დაცული ტერიტორიები. ბოლო 2 წლის მანძილზე 20 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო იმისთვის, რომ სათანადო ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო. ჩვენ განვავითარეთ მცირე და საშუალო მეწარმეები - ღვინის სექტორში მცირე მარნები, სადაც ძალიან საინტერესო ტურებს სთავაზობენ დამსვენებლებს. ჩვენ შევქმენით ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ სასტუმრობეი განვითარებულიყო ისეთ უნიკალურ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ იყო ეს მიმართულება შეღწეული. მნიშვნელოვანია, არ შევაჩეროთ ეს პროგრესი. აბასთუმნისა თუ წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, ბახმარო იქნება თუ გომისთა, ამ პროექტებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. მნიშვნელოვანი საქმეები, ხშირ შემთხვევაში, მომენტალურ შედეგს არ გვაძლევს და იმან, რაც წლების მანძილზე გვიკეთებია, შედეგი გამოიღო საქართველოსთვის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო