ნუნუ მიცკევიჩი - სამინისტროს და შესაბამისი უწყებების მხრიდან გაწეული ძალისხმევა გამოცდების აკადემიური კეთილსინდისიერებითა და უსაფრთხოდ ჩატარების გარანტი იქნება

კოვიდინფექციით შექმნილმა ვითარებამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა განათლების სისტემა. სწორედ განათლების სფერო აღმოჩნდა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება უმძაფრესი გამოწვევა განვითარების შესაძლებლობად ვაქციოთ, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ტრადიციული ფორმიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ხარისხით და მასშტაბებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესოთა შორის დასახელდა.

მისვე შეფასებით, უმაღლესი განათლების ხარისხზე ზრუნვა სწორედ საგამოცდო სისტემის გამართულობიდან იწყება.

მისივე თქმით, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა და ჯანდაცვის რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად უწყების მხრიდან დამატებითი ხარჯები და რესურსი იქნა გაღებული.

მინისტრის მოადგილემ უსაფრთხოების იმ წესებზე გამახვილა ყურადღება, რომლებიც გამოცდებზე რეგისტრირებული თითოეული გამოსაცდელი პირის, ასევე, მეთვალყურეთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა, დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს. ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, რომ 2020 წლის გამოცდების ჩატარების პერიოდი და ძირითადი ფორმატი შენარჩუნდება, დაპირებისამებრ, დაცული იქნება გამოცდების ზუსტი თარიღების გამოცხადების ვადებიც. მან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან გაწეული ძალისხმევა გამოცდების აკადემიური კეთილსინდისიერებითა და უსაფრთხოდ ჩატარების გარანტი იქნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს