ამირან გამყრელიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული - თუ აბიტურიენტს აქვს ალერგია, ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვს, არ უნდა დაიჩაგროს

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი - კორონავირუსის სიმპტომებით ადამიანი უნდა იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ჩვეულებრივ 37 გრადუსი ტემპერატურა აქვთ ან სიმპტომები სხვა დაავადების გამო აღენიშნებათ, ეს გამოცდაზე არდაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს.

„მომატებული რისკის საპასუხოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შეიძლება გახდეს წყარო შემდგომში ინფიცირების მასობრივი გავრცელების და ამისთვის შემუშავდა რეკომენდაციები.

კერძოდ, მოგეხსენებათ კოვიდინფექციის მთავარი კლინიკური გამოვლინება არის რამდენიმე სიმპტომი: ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა. შეიძლება იყოს ცემინება, ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომებით ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, რომ არ შევიდეს გამოცდაზე ინფიცირებული. იგივე სიმპტომები განსაკუთრებით ზაფხულში შეიძლება ახასიათებდეს სხვადასხვა დაავადებებს და ჩვენ აბიტურიენტი არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ თუ მას აქვს ალერგია, ან აქვს ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვს, არ უნდა დაიჩაგროს და არ უნდა იყოს აუცილებლობა, მისი გამოცდის გადავადების ან არდაშვების“,- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული - თუ აბიტურიენტს აქვს ალერგია, ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი, არ უნდა დაიჩაგროს - ამირან გამყრელიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო