ამირან გამყრელიძე - თუ აბიტურიენტს ტემპერატურა გამოცდებზე შესვლისას უფიქსირდება, შემდგომ მას ეძლევა დრო, რომ ჩვეულებრივი, ვერცხლისწყლის თერმომეტრით გადაიმოწმოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ აბიტურიენტს გამოცდაზე შესვლამდე თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას საშუალება ექნება ტემპერატურა კლასიკური, ვერცხლისწყლის თერმომეტრით გადაამოწმოს.

მისივე თქმით, გამოცდა გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული და შესაძლოა სტრესის გამო ტემპერატურის მომატება მოხდეს.

„მოგეხსენებათ, რომ გამოცდა გარკვეული ემოციური სტრესია და დასაშვებია, რომ სტრესის ფონზე იყოს ტემპერატურის მომატება და ეს სიცხე ხშირად, როდესაც თერმოსკრინინგი ტარდება ელექტრონული დისტანციური თერმომეტრებით, მათაც აქვთ გარკვეული თავისი სიზუსტის ზღვარი. ამიტომაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს რეკომენდაცია მიცემული, თუ აბიტურიენტს ტემპერატურა გამოცდებზე შესვლისას უფიქსირდება, შემდგომ მას ეძლევა დრო, რომ ჩვეულებრივი, კლასიკური ვერცხლისწყლის თერმომეტრით გადაიმოწმოს, იმიტომ, რომ ხშირად შეიძლება დისტანციური თერმომეტრით დაფიქსირდეს 37, 37.2 და ვთქვათ ვერცხლის წყლის თერმომეტრით, რომელიც კლასიკური, უფრო ზუსტია, აღმოჩნდეს ნორმალური ტემპერატურა, ამიტომ ასეთი საშუალებაც იქნება. სახელმწიფო ყველა საშუალებას მისცემს აბიტურიენტს, რომ ის დაშვებული იქნეს გამოცდაზე მცირე სიმტომებითაც, მაგრამ არ დაიშვება გამოცდაზე ადამიანი ვინც არ იქნება წინასწარ ტესტირებული ან ექნება მას სიმპტომები ბოლო დღეების განმავლობაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო