ანრი ოხანაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე - არ მგონია ამ დესტრუქციულ და მარგინალურ ჯგუფებთან რაიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობის მოწმე ვიყოთ

არ მგონია ამ დესტრუქციულ და მარგინალურ ჯგუფებთან რაიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობის მოწმე ვიყოთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 20 ივნისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთი წლის წინ მშვიდობიანი ხალხის პროტესტი მარგინალურმა ჯგუფებმა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს და ამას ყველა ხვდება.

დეპუტატის თქმით, აზრის გამოხატვა წინააღმდეგობაში არ მოდის კანინმდებლობასთან. ის მოქალაქეებს, ვინც 20 ივნისს შეიკრიბება, დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენმა საზოგადოებამ და თქვენც ძალიან კარგად იცით, როგორ იქნა ბოროტად გამოყენებული დესტრუქციული და მარგინალური ჯგუფების მიერ მაშინ მშვიდობიანი, გულწრფელი პროტესტი. ეს ხომ ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაიგეგმა და ხდებოდა პოლიციელებზე ზემოქმედება, როგორ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა პარლამენტის წინააღმდეგ შტურმი. ეს სიტყვები დაადასტურეს ამ მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლებმა პირდაპირ ეთერში და თქვეს, რომ ხელისუფლებას დააშვებინეს შეცდომა, რითაც აღიარეს, რომ ბოროტად გამოიყენეს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის მშვიდობიანი ხალხის პროტესტი.

რაც შეეხება კანონმდებლობას, მასთან არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში აზრის გამოხატვა. შესაბამისად, შეკრების თავისუფლება დაცულია. მე არ მგონია და წარმოუდგენელია, რომ ასეთ მარგინალურ და დესტრუქციულ ჯგუფებთან ჩვენ ვიხილოთ რაიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობა. ვინც იქნებიან, მგონია, რომ ისინი ეპიდსიტუაციაზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენენ, თუმცა, ყველას მოვუწოდებ, დაიცვან დისტანცია და გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ თავს, ისევე როგორც საზოგადოებას, მაგრამ არ მგონია ამ დესტრუქციულ და მარგინალურ ჯგუფებთან რაიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობის მოწმე ვიყოთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა