შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი - ზოგიერთი გამოცდა უფრო ხანგრძლივია, ზოგიერთი 2.5 საათში მთავრდება, თუ დილით  ხანგრძლივი სესიაა, მეორე სესია იმ დღეს აღარ იქნება

თუ დილით არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ხანგრძლივი სესია, მეორე სესია იმ დღეს აღარ იქნება. დღეში ორი სესია იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანმოკლე სესიებია, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, საგამოცდო ოთახების მოწესრიგება შესაძლებელი იქნება.

„როგორც იცით ზოგიერთი გამოცდა უფრო ხანგრძლივია, ზოგიერთი 2.5 საათში მთავრდება. თუ დილით არის ხანგრძლივი სესია, მეორე სესია იმ დღეს აღარ იქნება. დღეში ორი სესია იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანმოკლე სესიებია. ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ შეგეძლება კონდიცირება ვუზრუნველყოთ სესიებს შორის. ამიტომ ვეცდებით რომ რაღაც პერიოდი გავანიავოთ ოთახები და 2 საათი მაინც გვქონდეს იმისთვის, რომ გავაგრილოთ, ვიდრე მეორე ნაკადი შემოვა. ამიტომ ეს დამოკიდებული იქნება სესიების ხანგრძლივობაზე,“ - განაცხადა გორგოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა