ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯის პირს, რომელმაც აშშ-სა და ისრაელს ყასემ სულეიმანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ პირი, რომელმაც აშშ-სა და ისრაელს ყასემ სულეიმანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მალე სიკვდილით დაისჯება.

„მაჰმუდ მუსავი მაჯდის, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და „მოსადის“ აგენტი იყო, სიკვდილით დასჯა მიესაჯა. მან ჩვენს მტერს წამებული სულეიმანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა,“- განაცხადა ირანის სასამართლო სისტემის პრესსპიკერმა გულემჰუსეინ ესმაილიმ.

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის „ყუდსის ძალები“ მეთაური ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა