ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს, რომლებიც აპირებენ, შვილებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ცენტრთან დაელოდონ, დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოცდო ცენტრებთან მშობლების დისტანცია 1.5-2 მეტრი უნდა იყოს.

„მოწოდებაა მშობლებთან - მესმის, ყველა ნერვიულობს, განიცდის, როდესაც შვილი შესულია გამოცდაზე. მეც ასე ვიყავი და ჩემი თაობაც, როცა ჩვენი შვილები აბარებდნენ, მაგრამ, მაშინ არ იყო პანდემია. დღეს პანდემიაა, ამიტომ დისტანცირება უნდა დავიცვათ. როდესაც ველოდებით ბავშვის გამოსვლას, დისტანცია 1.5-2 მეტრი დაცული უნდა იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო