თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - ავტომინი გაზღვევს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა

სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზღვევის ხელმისაწვდომი ფასი - აქ და ახლა თიბისი დაზღვევა შენ საჭიროებებზე მორგებულ ახალ პროდუქტს გთავაზობს,- ამის შესახებ თიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

თიბისის ინფორმაციით, ავტომინი გაზღვევს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა.

“საგნის დაცემა, ძარცვა, სეტყვა ან საქარე მინის დაზიანება - იმ რისკების არასრული ჩამონათვალია, რომლის შერჩევაც მომხმარებელს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია. ავტომინის დამატებითი რისკების თავისუფალი არჩევანი დაზღვევის ღირებულებას ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის დაზღვევისთვის მომხმარებელს თავად შეუძლია ბიუჯეტის განსაზღვრა. ავტომინის მთავარი უპირატესობებია: ნულოვანი ფრანშიზა , ბიუჯეტის საკუთარი სურვილით განსაზღვრა, რისკების თავისუფალი არჩევა, დაზღვევის სწრაფად და მარტივად - ონლაინ შეძენა, ავტომობილის დისტანციური დასურათება - ბი ბოტი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან ლიდერი კომპანიაა ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე, რაც მოხმარებლის კმაყოფილებაზე ფოკუსმა განაპირობა. ჩვენი მისია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ახალი სადაზღვევო პროდუქტი - ავტომინი მომხმარებლის საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა. თუ გამოცდილი მძღოლი ხარ, ნაკლებად გეშინია შენი მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის და გსურს დაზღვეული იყო ავტოსაგზაო შემთხვევისგან, რომელიც შენი ბრალი სულაც არ არის, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიო მთავარი რისკი - სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. რაც მთავარია, შემთხვევის დროს თანხა სრულად აგინაზღაურდებათ“, - აცხადებს თიბისი დაზღვევის საცალო ბიზნესის უფროსი ივანე კახაძე.

აღნიშნულ პროდუქტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - avtomini.tbcinsurance.ge

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო