გიგა ბოკერია - ვოლსკი არ წყვეტს, თუ რა ფორმით აღნიშნავს ქართული საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები 20 ივნისს

არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უთქვამს, თუ რა ფორმით გამოხატავს თავის მშვიდობიან პოზიციას 20 ივნისის მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით. უკვე გამოვარდნენ და ისტერიკაში არიან, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, „ეს დაგეგმილი ღონისძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს.“

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ არის, რომ „ივანიშვილის სპიკერებს“ 20 ივნისის მიმართ ეს დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ „ვოლსკი არ წყვეტს იმას, თუ რა ფორმით აღნიშნავს ქართული საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები ამ დღეს.“

„20 ივნისი იქცა ერთი მხრივ, ჩვენი მთავრობის ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური უტიფრობის, ქვეყნისთვის ზიანის მოტანის და ადამიანების სიცოცხლეზე მაღლა საკუთარი ძალაუფლების დაყენების და მეორე მხრივ, ჩვენი საზგოადოების ძალიან მყარი პოზიციის სიმბოლოდ, რომ არავის არ დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ის, რომ ვოლსკის და ივანიშვილის სხვადასხვა სპიკერს 20 ივნისის, მათთვის სამარცხვინო დღის მიმართ ეს დამოკიდებულება აქვთ, არ მიკვირს, მაგრამ ვოლსკი არ წყვეტს იმას, რა ფორმით აღნიშნავს ქართული საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები ამ დღეს. ეს დღე აწუხებთ როგორც დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ მათ, როგორც მავნებლებს პასუხი გასცა. რაც არ თქმულა როგორ შეიძლება უკანონო იყოს? არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უთქვამს, რა ფორმით გამოხატავს თავის მშვიდობიან პოზიციას 20 ივნისის მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, უკვე გამოვარდნენ და ისტრეკიაში არიან, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს