სერგო რატიანი - "ევროპული საქართველოს“ რეკომენდაცია იყო, რომ ერთი კომბინირებული გამოცდა ყოფილიყო - თავი არ შეიწუხეს, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ახალგაზრდები

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, შესაძლებელი იყო, რომ მთავრობას ერთი გამოცდის ფარგლებში სამი საგანი მოექცია და ეროვნული გამოცდები ერთ სასესიო დღეს დაესრულებინა.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდებზე აბიტურიენტებს რთულ და სტრესულ პირობებში მოუწევთ მუშაობა და „ფაქტობრივად ეს სტრესი 4-ჯერ მრავლდება“.

„ევროპული საქართველოს“ რეკომენდაცია იყო, რომ ყოფილიყო ერთი კომბინირებული გამოცდა. ამ ერთი კომბინირებული გამოცდით გამოგვეცადა ეს ადამიანები, ერთ სასესიო დღეს მორჩენილიყო ყველაფერი. ეს იყო შესაძლებელი და ეს იყო ნორმალური გამოსავალი, რადგან საკმაოდ რთულ პირობებში მოუწევთ ამ ახალგაზრდებს მუშაობა და 4-ჯერ მისვლა. გარკვეულწილად ექსტრემალური გარემო იქნება, რაც არ არის სასურველი. კომბინირებული გამოცდა არის აპრობირებული მეთოდი, არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში. პრობლემა არ არის, რომ 3 საგანი გამოეცადათ ერთი ტესტით. თუ დღეს ამ მოცემულობაში 20 და 30 საკითხი არის ერთი დღის განმავლობაში, 30 საკითხი შეიძლება, ყოფილიყო სამი საგნიდან კომბინირებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უბრალოდ თავი არ შეიწუხეს, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ახალგაზრდები.

40 ათასი ახალგაზრდა როდესაც თავის მშობლებთან ერთად მოძრაობს, ეს თავისთავად ქმნის საფრთხეს, სწორედ ამიტომ იყო რეკომენდაცია ერთი ის, რომ ყოფილიყო კომბინირებული გამოცდა, ხოლო მეორე ის, რომ ჩატარებულიყო სკოლებში. მაგრამ კარგი, თუ ატარებენ და გარკვეული პირობებია დაცული - პირბადე და ა.შ., ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ დაგვთანხმდებიან, ჩვენს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ და ერთი გამოცდა იქნება. გამოცდა ისედაც არის სტრესული მდგომარეობა და ამ სტრესს ფაქტობრივად 4-ჯერ ამრავლებენ“, - განაცხადა რატიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა