სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 ივნისს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 ივნისს ელექტრომომარაგება თბილისის მოსახლეობის ნაწილს დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილისა და კავსაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, დიდი ხეივნის, ნიშნიანიძის, გორგასლის, სოლომონ მეორის, ორთაჭალის, ნადიკვარის, წინანაურის, მარტვილის, ბეჟან კალანდაძის, ბერძნის, გრიშაშვილის, ეფრემ მცირესა და ოპრეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება: ახუნდოვის ქუჩის მოსახლეობას.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სიხარულიძის, ყურაშვილის, ბობ უოლშის, ლიხაურისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 05:00-07:00 საათებში შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძის, სააკაძის, ცინცაძის, სვანეთის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, ნიკო მარის, რიონჰეისის, ჭიჭინაძის, იმერეთის, დიდი ჯიხაიშისა და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, მელქისედეკ პირველის, დეპოს, მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირისა და სვანეთის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში კი გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“ მიკრორაიონისა და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

რაც შეეხება ისნის რაიონის მცხოვრებლებს, მათ შეზღუდვა 11:00-დან 16:00 საათამდე შეეხება. კონკრეტულად კი კახეთის ხევის, საინგილოსა და შორაპნის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს